პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ინფორმაცია მიწის სისტემური რეგისტრაციის შესახებ საგარეჯოს მუნიციპალიტეტში


03.09.2021

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიწის სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გიორგიწმიდის ადმინისტრაციულ ერთეულში შესრულებული საკადასტრო სამუშაოების მონაცემები საჯაროდ გამოქვეყნდა.

ადგილობრივ მცხოვრებლებს და დაინტერესებულ პირებს, მათ შორის დიასპორის წარმომადგენლებს, 13 აგვისტოდან 11 სექტემბრის ჩათვლით შესაძლებლობა აქვთ აზომვითი სამუშაოების შედეგებს, სარეგისტრაციო დოკუმენტაციას, აზომილ ნაკვეთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებებს და საკადასტრო რუკებს საჯაროდ გაეცნონ.

მონაცემების გაცნობა შესაძლებელია: 

იმ შემთხვევაში, თუ საკადასტრო აღწერის (მიწის აზომვის) შედეგებს არ ეთანხმებით, 2021 წლის 13 აგვისტოდან 11 სექტემბრის 16:00 საათის ჩათვლით, გთხოვთ მოგვმართოთ განცხადებით ადგილზე გიორგიწმინდის ადმინისტრაციულ შენობაში, ან შეავსოთ ონლაინ განაცხადი მითითებულ ბმულზე. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ შედეგები თქვენ მიერ მოწონებულად ჩაითვლება.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დარეკეთ ცხელ ხაზზე: +(995 32) 2 405 405.

„მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტების შესაბამისად,  საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო საქართველოს მთავრობის 2020 წლის 25 ივნისის  №1085 განკარგულებით განსაზღვრული სისტემური რეგისტრაციის პროექტს ახორციელებს. 

პროექტით  განსაზღვრული სამუშაოები საგარეჯოს მუნიციპალიტეტში 2021 წლის 19 იანვარს დაიწყო. 

ამ დროისათვის აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოები დასრულებულია აღნიშნული განკარგულებით შერჩეულ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში:

მიწის სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში, ნაკვეთის რეგისტრაციისთვის საჭირო ყველა პროცედურას (საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზების მომზადება, საკუთრების უფლების დამდგენი დოკუმენტაციის მოძიება-ანალიზი, ნაკვეთების რეგისტრაცია) საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო საკუთარი ინიციატივით და უფასოდ ახორციელებს.