პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ინგლისური ენის დისტანციური სასწავლო კურსი ემიგრანტებისთვის


01.09.2020

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საგრანტო პროგრამის - „დიასპორული ინიციატივების ხელშეწყობა“ მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, ორგანიზაცია „დიასპორების ალიანსი საქართველოსთვის“ იწყებს ინგლისური ენის დისტანციურ სასწავლო კურსს სპეციალურად საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეებისათვის.

კურსის ხანგრძლივობა 3 თვეს შეადგენს, იგი უფასოა და ეფუძნება დისტანციური სწავლების მეთოდს. კურსის მიზანია ემიგრაციაში მყოფი თანამოქალაქეებისათვის დისტანციურად ინგლისური ენის შესწავლა სასაუბრო დონეზე.

სასწავლო კურსი დაიწყება 2020 წლის 15 სექტემბერს, გაკვეთილები კი ჩატარდება კვირაში 2-ჯერ.

კურსზე რეგისტრაციის საბოლოო თარიღია 2020 წლის 7 სექტემბერი. დაინტერესების შემთხვევაში, იხილეთ სარეგისტრაციო ფორმა შემდეგ ბმულზე: https://docs.google.com/…/1yqcdhpcs7gKlOjkT9qRDC60bcAb…/edit  

კურსის მსმენელთა რაოდენობა შეზღუდულია. განაცხადების შერჩევა კი ხორციელდება უშუალოდ ორგანიზაციის - „დიასპორების ალიანსი საქართველოსთვის“ მიერ.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ დაუკავშირდეთ აღნიშნულ ორგანიზაციას შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: [email protected] 

ორგანიზაციის ფეისბუქ გვერდი: https://www.facebook.com/diasporasforgeorgia/ 

 

აღსანიშნავია, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო „დიასპორული ინიციატივების ხელშეწყობის“ ყოველწლიურ სახელმწიფო საგრანტო პროგრამას, რომლის ფარგლებშიც გახლავთ დაფინანსებული ზემოაღნიშნული პროექტი, 2019 წლიდან ახორციელებს. სამინისტრომ უცხოეთში მყოფი თანამემამულეების მხარდაჭერისა და ქართული დიასპორული ორგანიზაციების/გაერთიანებების ფუნქციონირების ხელშეწყობის მიზნით, ღია კონკურსის საფუძველზე, უკვე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან თანამოქალაქეების მიერ წარმოდგენილი 80-მდე დიასპორული პროექტი დააფინანსა.