პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ირლანდიაში საქართველოს საელჩო აცხადებს ბავშვთა ნახატების ონლაინ გამოფენა-კონკურსს


17.12.2020

ირლანდიაში საქართველოს საელჩო აცხადებს ბავშვთა ნახატების ონლაინ გამოფენა-კონკურსს თემაზე „შობა-ახალი წელი და მისი ტრადიციები საქართველოში“.

საკონკურსო ნამუშევრები განთავსდება საელჩოს Facebook გვერდზე. ის ავტორები, რომელთა ნაშრომებს ექნება მეტი მოწონება ფეისბუქ გვერდზე მოწონების ხმის მიცემით, დაჯილდოვდებიან დიპლომებითა და სამახსოვრო საჩუქრებით.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ირლანდიაში მცხოვრებ  18  წლამდე ასაკის ბავშვებსა და მოზარდებს.

საკონკურსო ნამუშევრების წარდგენა შესაძლებელია არაუგვიანეს 2021 წლის 15 იანვრისა, ირლანდიაში საქართველოს საელჩოს ელ-ფოსტის მისამართზე: [email protected] 

ნამუშევრის გაგზავნისას მიუთითეთ ბავშვის სახელი, გვარი, ასაკი და საკონტაქტო ინფორმაცია.

 

[დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, დაუკავშირდეთ ირლანდიაში საქართველოს საელჩოს.]