პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ირლანდიაში საქართველოს საელჩომ და ირლანდიაში ქართულმა სათვისტომომ საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი ღონისძიება გამართეს


30.06.2022

მიმდინარე წლის 29 მაისს, ირლანდიაში საქართველოს საელჩომ და ირლანდიაში ქართულმა სათვისტომომ, ერთობლივად, ქ. დუბლინის „Marlay Park”-ში საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი ღონისძიება გამართეს.

ღონისძიების ფარგლებში წარმოდგენილი იყო ქართული სამზარეულო და ქართული ღვინო. ღონისძიებას ესწრებოდა 500-მდე სტუმარი, მათ შორის ქართული დიასპორის წევრები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ირლანდიის პარლამენტის წევრები და 100-მდე უკრაინელი.

ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა ირლანდიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, გიორგი ზურაბაშვილმა, რომელმაც  საქართველოს და ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა. დამოუკიდებლობის დღე საქართველოს აგრეთვე, მიულოცეს ირლანდიაში უკრაინის ელჩმა და ირლანდიელმა სენატორებმა.