პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ისრაელის ქართული დიასპორის წარმომადგენლების ვიზიტი იერუსალიმში


03.10.2019

03.10.2019 - მიმდინარე წლის 21 და 29 სექტემბერს, ისრაელში საქართველოს საელჩოს ინიციატივით და ორგანიზებით, ადგილობრივი ქართული დიასპორის წარმომადგენლები იერუსალიმში გაემგზავრნენ.

ისრაელში მცხოვრები თანამემამულეების ერთმანეთთან დაკავშირება-დაახლოების მიზნით, საქართველოს საელჩოს ძალისხმევით, ღვთისმშობლობისა და ჯვართამაღლების დღესასწაულებზე ქართული დიასპორის წარმომადგენლები იერუსალიმს ეწვივნენ.

ორივე შეკრებაში, ისრაელში საქართველოს საელჩოს თანამშრომლებთან ერთად, ქართული დიასპორის 120-ზე მეტმა წევრმა მიიღო მონაწილეობა, მათ შორის, იერუსალიმის ჯვრის მონასტერი მოინახულეს ისრაელში პირველი საკვირაო სკოლის „მამულის“ აღსაზრდელებმა.