პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ისრაელში „ქართული სახლის“ კედელზე პირველი ქართული საკვირაო სკოლის აბრა გაიხსნა


26.06.2019

26.06.2019

ა.წ. 26 ივნისს, ქ. ლოდის "ქართული სახლის" კედელზე პირველი ქართული საკვირაო სკოლის აბრა გაიხსნა.

აბრა საქართველოს ელჩმა ისრაელში პაატა კალანდაძემ და ისრაელში ქართული დიასპორული ორგანიზაცია „მამულის“ ხელმძღვანელმა ირაკლი კილაძემ, სახლის ეზოში შეკრებილი საპატიო საზოგადოების წინაშე, საზეიმოდ გახსნეს. აბრაზე განთავსებულია წარწერა: „ამ სახლში, 2018 წლის 6 ოქტომბერს, მისი უწმინდესობა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით, გაიხსნა ისრაელში პირველი ქართული საკვირაო სკოლა „მამული“.