პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ისრაელში მეცნიერისა და პოეტის სიმა ჯანაშვილის შემოქმედებითი საღამო გაიმართა


22.10.2019

მიმდინარე წლის 22 ოქტომბერს, ისრაელში, ქართველ ებრაელთა თემის ქალთა ორგანიზაციის „ბათ ამი“ (ხელმძღვანელი: საქართველოს ღირსების ორდენის კავალერი ლია კრიხელი) და ქ. ბათ-იამის ბობოვის მოხუცებულთა თავშესაფრის ადმინისტრაციის ორგანიზებით, გაიმართა ღვაწლმოსილი ქართველი ებრაელი მეცნიერისა და პოეტის, მრავალი წიგნის ავტორის, სიმა ჯანაშვილის დაბადების დღისადმი მიძღვნილი შემოქმედებითი საღამო.

საღამოზე ნაჩვენები გახლდათ სიმა ჯანაშვილის ისრაელში მოღვაწეობისა და საქართველოს სამეცნიერო თუ სახელოვნებო წრეებთან მისი მრავალწლიანი, ნაყოფიერი ურთიერთობის ამსახველი დოკუმენტური ფილმი.

ისრაელში საქართველოს საელჩოს მრჩეველმა მანანა დუმბაძემ იუბილარს დაბადების დღე მიულოცა და ორი ქვეყნისთვის გაწეული შემოქმედებითი და საზოგადოებრივი ღვაწლისთვის მადლობა გადაუხადა.

საღამოს დასასრულს, კომპოზიტორმა ალექსანდრე პელეგმა სიმა ჯანაშვილის პატივსაცემად ქართულ-ებრაული მუსიკის მცირე კონცერტი გამართა.