პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

„ისწავლეთ ავსტრიაში!“ - ვებინარი ავსტრიაში განათლების მიღების შესაძლებლობების თაობაზე


21.06.2019

მიმდინარე წლის 9 ოქტომბერს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის (ICMPD) თანამშრომლობით, გაიმართა ვებინარი სტუდენტებისთვის „ისწავლეთ ავსტრიაში!“, ავსტრიაში განათლების მიღების შესაძლებლობებთან დაკავშირებით.

ვებინარში მონაწილეობას მიიღეს ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა  ელჩმა, ქეთევან ციხელაშვილმა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვლადიმერ კონსტანტინიდიმ, სამინისტროს დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორმა, მუხრან გულაღაშვილმა და მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის (ICMPD) წარმომადგენელმა, ქეთევან გორგოშიძემ. ვებინარს უძღვებოდა საგარეო უწყების პროექტ "იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩი"-ს ფარგლებში ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს ახალგაზრდა ელჩი სალომე სალაძე.

ვებინარის მსვლელობისას ქართველ სტუდენტებს და ავსტრიაში განათლების მიღებით დაინტერესებულ ყველა პირს საშუალება ჰქონდათ გასცნობოდნენ ისეთ საჭირო და საინტერესო ინფორმაციას, როგორიც არის ავსტრიაში სწავლის შესაძლებლობები, წესები და პროცედურები, აპლიკაციები და რეგისტრაცია, სწავლასთან და ბინადრობასთან დაკავშირებული საკითხები, ვიზები, დაზღვევა, გრანტები და დასაქმების შესაძლებლობები.

ვებინარზე ხაზი გაესვა პროექტ "იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩი"-ს მნიშვნელობას უცხოეთში მყოფ ქართველ ახალგაზრდებთან და დიასპორის წარმომადგენლებთან მჭიდრო ურთიერთობების განვითარების თვალსაზრისით. მიმდინარე წელს, საქართველოს ახალგაზრდა ელჩების პროექტი, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის (ICMPD) თანამშრომლობით, მსოფლიოს 25 ქვეყანაში ხორციელდება.

 

ვებინარი "ისწავლეთ ავსტრიაში!"