პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ქართული საკვირაო სკოლების მხარდაჭერის პროგრამა


20.06.2019

საზღვარგარეთ მოქმედ ქართულ საკვირაო სკოლებში სწავლების დონის ამაღლებისა და საერთო მიდგომების დანერგვის აუცილებლობიდან გამომდინარე, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ „საკვირაო სკოლების მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან თანამშრომლობით, შეიმუშავა ქართული ენის ინტეგრირებული პროგრამა.

ინტეგრირებული პროგრამა გულისხმობს ქართული ენის კურსის ფარგლებში საქართველოს ისტორიის, გეოგრაფიისა და ქართული კულტურის საკითხების შესწავლას. პროგრამის საფუძველზე შეიქმნა სპეციალური სამსაფეხურიანი სახელმძღვანელოების კომპლექტი, რომელიც მოიცავს მოსწავლის წიგნს, სამუშაო რვეულს, კალიგრაფიის რვეულსა და მასწავლებლის გზამკვლევს.

საგარეო საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფს სახელმძღვანელოების ბეჭდვას, რომლებიც უსასყიდლოდ გადაეცემათ საზღვარგარეთ ქართულ საკვირაო სკოლებსა და ქართული ენის შემსწავლელ კურსებს.

დამატებითი ინფორმაციისთვის, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტს შემდეგ მისამართზე: diaspora@mfa.gov.ge 

 

 

საკვირაო სკოლის სახელმძღვანელოები

საკვირაო სკოლების სახელმძღვანელოები მშობლიური ენის სწავლებასთან ერთად მოიცავს საქართველოს ისტორიის, გეოგრაფიისა და კულტურის საკითხებს. იგი აგებულია თანამედროვე სწავლების პრინციპებზე და მოსწავლეებსა და მასწავლებლებს სთავაზობს ისეთ სასწავლო მასალას, რომელიც უზრუნველყოფს საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეებისთვის სათანადო ენობრივ-კომუნიკაციური კომპეტენციების ათვისებას და მათ ეხმარება ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნებაში.

მეტის ნახვა