პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ქართული თეატრი სახლში


27.03.2020

დღეს, 27 მარტს, თბილისის დროით 20:00 სთ-ზე, თეატრის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრი მის ოფიციალურ Facebook გვერდზე პირდაპირ ეთერში გამართავს სპექტაკლს „ღამე და თუთიყუში“.

მსოფლიოში არსებული კორონავირუსის (COVID-19) პანდემიიდან გამომდინარე, მოზარდ მაყურებელთა თეატრი ბავშვებისა და მოზარდებისთვის სოციალურ ქსელში სპექტაკლების ჩანაწერებს უკვე 20 მარტიდან გადასცემს. ყოველდღიურად თეატრის ოფიციალურ Facebook გვერდზე გადაიცემა სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაზე გათვლილი ორი სპექტაკლის ჩანაწერი.

უცხოეთში მყოფ დაინტერსებულ თანამემამულეებს, მათ შორის, ქართული საკვირაო სკოლებისა თუ კულტურულ-შემოქმედებითი ცენტრების აღსაზრდელებს თეატრის Facebook გვერდზე საბავშვო წარმოდგენა შეუძლიათ იხილონ ყოველი დღის 15:00 სთ-ზე, ხოლო წარმოდგენა მოზრდილთათვის კი - 17:00 სთ-ზე (თბილისის დროით). თითოეული სპექტაკლის ბმული თეატრის Facebook გვერდზე განთავსებიდან 48 საათის მანძილზე არის ხელმისაწვდომი ჩვენებისთვის.

იხილეთ ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ-მაყურებელთა თეატრის სპექტაკლების ვიდეო-ჩვენების განრიგი: