პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ქართულმა საკვირაო სკოლა “ფესვებმა” დედაენის დღე აღნიშნეს


19.04.2022

ქართულმა დიასპორულმა სკოლებმა 14 აპრილი, დედაენის დღე აღნიშნეს, მათ შორისაა რენეს საკვირაო სკოლა “ფესვები”.

საკვირაო სკოლა “ფესვების” მოსწავლეებმა დედაენის დღესთან დაკავშირებით ღია გაკვეთილი ჩაატარეს, რომელსაც მშობლებიც ესწრებოდნენ.

პირველკლასელმა მოსწავლეებმა, ღია გაკვეთილის დამსწრეებს, ქართული ანბანის პრეზენტაცია წარმოადგინეს, მოყვნენ ლექსებს და კითხვაში შეეჯიბრენ ერთმანეთს.

მეორე და მესამე კლასელებმა ტესტების შევსებით აჩვენეს როგორ ახსოვთ განვლილი მასალა, მათ შორის საქართველოსთან დაკავშირებით მოკლე ისტორიული და გეოგრაფიული ცოდნა.

დღის ბოლოს, ღონისძიება დასრულდა საკვირაო სკოლის ეზოში გაწყობილი ვახშმით.

დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ:

https://bit.ly/3rQEwcP