პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ქართულმა ცეკვამ "ჯუთა" მსოფლიო ცეკვის კონკურსში მე-6 ადგილი დაიკავა


07.07.2019

ა.წ. 28 ივნისიდან 6 ივლისის ჩათვლით, პორტუგალიაში გაიმართა მსოფლიო ცეკვის კონკურსი "Dance World Cup", რომელშიც მონაწილეობა მიიღო და გერმანიის სახელით ქართული ქორეოგრაფია წარადგინა ქ. ჰამბურგში მოქმედმა ცეკვის სტუდიამ „იბერია“ (ხელმძღვანელი ანა ჩოხელი).

მსოფლიო ცეკვის კონკურსზე ქართველმა მოცეკვავეებმა წარმატებით წარადგინეს ეროვნული ცეკვა "ჯუთა". ჟიურის გადაწყვეტილებით, სტუდია „იბერია“ 84,7 ქულით საუკეთესო ექვსეულში გავიდა.

კონკურსი "Dance World Cup" ტრადიციულად  ჩრდილოეთ პორტუგალიაში ტარდება და მასში მონაწილეობას იღებენ სხვადასხვა ეროვნების ბავშვები და მოზარდები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.

აღსანიშნავია, რომ კონკურსში წელს 6000 მოცეკვავე მონაწილეობდა მსოფლიოს 53 ქვეყნიდან.