პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ქართველ ხელოვანთა გამოფენა მოსკოვში, გალერეა „ტრიუმფში“


26.04.2019

26 აპრილს, ქ. მოსკოვში, გალერეა „ტრიუმფმა“ რია ქებურიასთან ერთად გახსნა მე-11 გამოფენა, რომელიც 23 მაისამდე გაგრძელდება. მისი სახელწოდებაა: „თუ აქ იცხოვრებდი, სახლში იქნებოდი“. მასში მონაწილეობას იღებს ათი აქტიური, საინტერესო და თანამედროვე ქართველი ხელოვანი, რომელთა ნამუშევრები ორიგინალურობითა და დინამიურობით გამოირჩევა.

დიასპორის ინფორმირებაში ჩართული არის რუსეთის ფედერაციის ეროვნულ-კულტურული ავტონომია. გამოფენის მიზანს წარმოადგენს ქართველთა მიერ შენარჩუნებული იდენტობის წარმოჩენა; ის თუ რა ტენდენციები და განწყობა დომინირებს საზოგადოებაში; რა არის საქართველოში აქტუალური და რითია რუსული საზოგადოება დაინტერესებული;

გამოფენა ერთ-ერთი კარგი საშულებაა იმისათვის, რომ ხალხმა შეისწავლოს ადგილობრივი კულტურის ტრადიციები გლობალური მშვიდობის კონტექსტში