პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

კავკასიური ხელოვნების ზეიმი სტამბოლში


16.06.2019

16.06.2019 - მიმდინარე წლის 16 ივნისს, თურქეთის რესპუბლიკაში, ქ. სტამბოლში, დიასპორული ორგანიზაცია „ქართული ხელოვნების სახლის“ ორგანიზებით, გაიმართა კავკასიური ხელოვნების ზეიმი.

კონცერტი თურქეთში მოქმედი ფოლკლორული ანსამბლის „ქაფდაღის" დაარსების 25 წლის იუბილეს მიეძღვნა. ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩმა გიორგი ჯანჯღავამ და ქ. სტამბოლში საქართველოს გენერალურმა კონსულმა ინგა კიკვაძემ. სიტყვით გამოსვლისას მათ ხაზი გაუსვეს ორი ქვეყნის ურთიერთობებში ქართული დიასპორის როლს და მნიშვნელობას და ყურადღება გაამახვილეს საგარეო საქმეთა სამინისტროს საქმიანობაში დიასპორის საკითხების პრიორიტეტულობაზე, უწყების იმ ინიციატივებზე, რაც ხელს უწყობს საზღვარგარეთ ქართული დიასპორის სამშობლოსთან მჭიდრო კავშირის უზრუნველყოფას. საღამოს ფარგლებში, საქართველოს ელჩმა ანსამბლ „ქაფდაღის" ხელმძღვანელს, იბერია ოზქან მელაშვილს მადლობის სიგელი გადასცა.

თავის მხრივ, ანსამბლ „ქაფდაღის" ხელმძღვანელმა მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისთვის როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, ისე თურქეთში საქართველოს საელჩოსა და სტამბოლში საქართველოს გენერალურ საკონსულოს.

ღონსიძიებას ესწრებოდნენ თურქეთის პარლამენტის წევრები, ქ. სტამბოლის მერიისა და ქართული დიასპორული ორგანიზაციების წარმომადგენლები, სტამბოლში მცხოვრები ქართველები.