პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

კიოლნში „თბილისობის“ დღესასწაული აღინიშნა


06.11.2019

ქ. კიოლნში მოღვაწე ქორეოგრაფის, მოცეკვავისა და მსახიობის, თამარ ბურდულისა და ქ. მაინის ფრანკფურტში საქართველოს გენერალური საკონსულოს ინიციატივით, კიოლნში „თბილისობის“ დღესასწაული აღინიშნა.

ღონსიძიებას ესწრებოდნენ გერმანიაში მცხოვრები ქართველები და საქართველოს მეგობრები გერმანიიდან.

„თბილისობა 2019“ ქ. მაინის ფრანკფურტში ქართული საკვირაო სკოლის მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა საქართველოს ჰიმნით გახსნეს. ზეიმის ფარგლებში, დამსწრე საზოგადოების წინაშე ქართული ეროვნული ცეკვებით წარსდგა ქართველი მოცეკვავეების ჯგუფი „ოქროს საწმისი“. ქ. დიუსელდორფის მგალობელთა გუნდთან და ოპერის მომღერალთან, კახა ვერძეულთან ერთად ღონისძიების სტუმრებმა შეასრულეს ყველასთვის ნაცნობი „თბილისო“.

ღონისძიება დასრულდა ჯგუფ „ჩვენებურების“ კონცერტით, რომელმაც აუდიტორიის დიდი მოწონება დაიმსახურა.

სტუმრებს ასევე შესაძლებლობა ჰქონდათ, დაეგემოვნებინათ უნიკალური ქართული ღვინო და ეროვნული კერძები.

აღსანიშნავია, რომ თანამემამულეთა დიდი ინტერესის გათვალისწინებით, „თბილისობის“ ზეიმი კიოლნში ტრადიციულ სახეს მიიღებს და იგი ყოველწლიურად ჩატარდება.