პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

კონკურსი ახალგაზრდა ხელოვანებისთვის ადამიანის უფლებების დაცვის თემაზე


12.11.2019

მწერალთა სახლი, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით, ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღის, 10 დეკემბრის აღსანიშნავად აცხადებს პლაკატების კონკურსს ახალგაზრდა ხელოვანებისთვის. კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ 18-28 წლის ახალგაზრდებს, მათ შორის, უცხოეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეობის მქონე ახალგაზრდებს.

პლაკატების კონკურსის თემაა ადამიანის უფლებები. მონაწილეებს აქვთ თავისუფალი არჩევანი - შეუძლიათ აიღონ რომელიმე უფლება ადამიანის საყოველთაო უფლებათა დეკლარაციიდან და შექმნან პლაკატი. თითოეულმა კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს ერთი ნამუშევარი. პლაკატის ენა (წარწერები) უნდა იყოს ქართული.

საკონკურსო პლაკატების საბეჭდი ფაილები უნდა გამოაგზავნოთ ელექტრონული სახით მისამართზე: [email protected]. ფაილის პარამეტრებია: ფორმატი: jpg, 200 dp. ზომა A3.

საკონკურსო ნაწარმოებების მიღების ბოლო ვადაა 1 დეკემბერი.

პლაკატებს შეაფასებს ჟიური, რომლის ვინაობაც დაჯილდოებამდე კონფიდენციალურია.

დაჯილდოება და 10 საუკეთესო პლაკატის გამოფენა გაიმართება 10 დეკემბერს, ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს, მწერალთა სახლში.

გაიცემა სამი ფულადი პრემია:

I პრემია - 700 ლარი;

II პრემია - 400 ლარი;

III პრემია - 200 ლარი.

დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში, დაუკავშირდით პროექტის კოორდინატორს: ვასო გულეური - + 995 514 96 44 69

პროექტი ხორციელდება განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს კულტურის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში.