პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

კონკურსი - სოფლად ბიზნესის განვითარების ახალი საგრანტო პროგრამა


07.05.2020

საქართველოს სოფლის დასახმარებლად პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური და სოციალური კრიზისის პირობებში, ევროკავშირი (EU) და გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოსთან ერთად, იწყებენ 9 მილიონი ლარის ღირებულების საგრანტო პროგრამას.

პროგრამის მიზანია სოფლად არაფერმერული ბიზნესის განვითარება, მდგრადი სამუშაო ადგილების შექმნა, ბუნებრივი რესურსების მდგრადი მართვა და კლიმატის ცვლილების შერბილების ხელშეწყობა.

საგრანტო პროგრამა განხორციელდება რვა მუნიციპალიტეტში: ახალქალაქში, ბორჯომში, დედოფლისწყაროში, თეთრიწყაროში, ლაგოდეხში, ქედაში, ხულოსა და ყაზბეგში, სადაც ევროკავშირი და UNDP მხარს უჭერენ სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ეკონომიკური შესაძლებლობების გაზრდას. განაცხადები, ასევე, მიიღება სხვა მუნიციპალიტეტებიდან იმ შემთხვევაში, თუ პროექტების განხორციელება სამიზნე მუნიციპალიტეტებს უკავშირდება.

საგრანტო პროგრამა არაფერმერულ სტარტაპ ბიზნესებსა და მზარდ საწარმოებს დაეხმარება. თითოეულ ბიზნეს პროექტზე გაიცემა 170 000 ლარამდე ოდენობის გრანტი. ბიზნესები, ასევე, მიიღებენ 30 000 ლარამდე ოდენობის გრანტს, რომელიც მათი ენერგოეფექტურობის გაუმჯობესებას მოხმარდება. ბიზნესის მდგრადობისთვის გრანტის ყველა მიმღებმა უნდა უზრუნველყოს  წარდგენილი პროექტის მთლიანი ღირებულების 20%-იანი თანადაფინანსება.

პროგრამაში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოს მოქალაქე მეწარმე ფიზიკურ და იურიდიულ პირს.

პროგრამის პირველ ეტაპზე განაცხადების მიღება განხორციელდება 2020 წლის 1 აგვისტომდე.

 

პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ: