პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

კონკურსი „წინანდლის პრემია 2019“ ახალგაზრდა მეცნიერებისა და ხელოვანებისთვის


07.10.2019

მიმდინარე წლის 4 ოქტომბერს, "ზურაბ ჟვანიას ფონდმა" გამოაცხადა კონკურსი „წინანდლის პრემია 2019“, რომელიც ხორციელდება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით. ახალგაზრდა ხელოვანთა და მეცნიერთა კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოს მოქალაქეობის მქონე 18-დან 30-წლამდე ახალგაზრდა მეცნიერებსა და ხელოვანებს, მათ შორის, საზღვარგარეთ მყოფ თანამემამულეებს.

რიგით მერვე „წინანდლის პრემიის“ კონკურსის მიზანია თანამედროვე ხელოვნებასა და მეცნიერებაში არსებულ მიღწევათა პოპულარიზაცია და ახალგაზრდა, ნიჭიერ და პერსპექტიულ შემოქმედთა შესაძლებლობების რეალიზების ხელშეწყობა.

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარადგინონ 2019 წლის განმავლობაში განხორციელებული მნიშვნელოვანი პროექტები შემდეგ ნომინაციებში: თეატრალური ხელოვნება, კინოხელოვნება, პროზა, პოეზია, მუსიკალური ხელოვნება, ჰუმანიტარული მეცნიერებები, სახვითი ხელოვნება  საბუნებისმეტყველო მეცნიერებები.

„წინანდლის პრემიის" ლაურეატები დაჯილდოვდებიან დიპლომით, სხვადასხვა პრიზებითა და ფულადი პრემიით.

„წინანდლის პრემიის“ მოსაპოვებლად განაცხადების მიღება გაგრძელდება 2019 წლის 20 ოქტომბრის ჩათვლით.

საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქე აპლიკანტების განაცხადების მიღება შესაძლებელია ელექტრონული ფოსტით: [email protected]  / (+995 32) 2 30 74 96.

„წინანდლის პერემიის“ მხარდამჭერია კომპანია „ბადაგონი“, "ლიბერთი ბანკი", ფარმაცევტული კომპანია PSP, ოფიციალური მზღვეველი კი - სადაზღვევო კომპანია „არდი“.

"წინანდლის პრემიის" შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ შემდეგ ბმულზე: https://www.mes.gov.ge/content.php?id=9423&lang=geo