პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

კონკურსი - ზვიად გამსახურდიას სახელობის პრემია ქართველოლოგიის დარგში 


06.03.2020

შოთა რუსთაველი საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, აცხადებს საქართველოს რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას სახელობის პრემიის კონკურსს. კონკურსის მიზანიქართველოლოგიის პოპულარიზაცია და საზღვარგარეთ მოღვაწე უცხოეთის მოქალაქე მეცნიერთა წახალისება ქართველოლოგიის დარგში მნიშვნელოვანი მიღწევებისათვის.

კონკურსი ითვალისწინებს ერთჯერადი პრემიით - 8000 ლარის ოდენობით მეცნიერის დაჯილდოებას. ფონდის მიერ დაწესებული პრემია გაიცემა ქართველოლოგიის მიმართულებით, რომელიც მოიცავს ჰუმანიტარული მიმართულების კვლევებს საქართველოს შესახებ: ენებს/ენათმეცნიერებას, ლიტერატურათმცოდნეობას, ისტორიას, არქეოლოგიას, ეთნოგრაფიას/ეთნოლოგიას, კულტურის კვლევებს, ხელოვნებას.

პრემიის მოსაპოვებლად კონკურსში მონაწილეობა შეუძლია:

ა) ქართველოლოგიის მიმართულებით საზღვარგარეთ მოღვაწე უცხოეთის მოქალაქეს, რომელსაც დაკავებული აქვს აკადემიური თანამდებობა და ეწევა პედაგოგიურ საქმიანობას შესაბამის საგანმანათლებლო დაწესებულებაში;

ბ) ქართველოლოგიის მიმართულებით საზღვარგარეთ მოღვაწე უცხოეთის მოქალაქეს, დოქტორის ან  მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირს, რომელიც ეწევა სამეცნიერო საქმიანობას შესაბამის სამეცნიერო დაწესებულებაში.

საკონკურსო განაცხადის ტიპი: ინდივიდუალური

კონკურსზე რეგისტრაციის წესი:

  1. კონკურსში რეგისტრაცია ხორციელდება ორ ეტაპად ელექტრონულ ბაზაში - http://gmus.rustaveli.org.ge;
  2. პირველი ეტაპი - 2020 წლის 09 მარტის 10:00 საათიდან - 15 მარტის 24:00 საათამდე (თბილისის დროით) - იტვირთება მოთხოვნილი დოკუმენტაცია კონკურსში მონაწილეობის შესახებ, განცხადების გარდა; ელექტრონული რეგისტრაცია დასტურდება Submit-ის საშუალებით; გენერირდება განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ;
  3. მეორე ეტაპი - ელექტრონული რეგისტრაციის (Submit) შემდეგ, 2020 წლის 16 მარტის 18:00 საათამდე (თბილისის დროით) - იტვირთება განცხადება კონკურსში მონაწილეობის შესახებ, ქართულ ენაზე, დადასტურებული განმცხადებლის ხელმოწერით; ელექტრონული რეგისტრაცია მეორედაც დასტურდება Submit-ის საშუალებით.

კონკურსის შესახებ სრული ინფორმაცია

 Call for Prize named after the first President of the Republic of Georgia - Zviad Gamsakhurdia

კონკურსის გამარჯვებული 31 მარტს - საქართველოს რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეზე გამოვლინდება.