პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

კორეის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩის ვირტუალური შეხვედრა დიასპორის წარმომამდგენლებთან


18.02.2021


კორეის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩმა ოთარ ბერძენიშვილმა ვირტუალურ ფორმატში შეხვედრა გამართა კორეაში მყოფ ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან.

შეხვედრაზე დამსწრე თანამემამულეებს საქართველოს ელჩმა დეტალური ინფორმაცია მიაწოდა კოვიდ-19 პადნემიასთან მიმართებით როგორც საქართველოს მთავრობის მიერ განახლებულ რეგულაციებზე, ასევე კორეის ხელისუფლების მიერ შემოღებულ რეკომენდაციებზე. 

შეხვედრის ფარგლებში ელჩმა ოთარ ბერძენიშვილმა ყურადღება გაამახვილა ბოლო დროს საქართველოსა და კორეას რესპუბლიკას შორის განვითარებულ ურთიერთობებზე, აგრეთვე, ადგილსამყოფელი ქვეყნის უმაღლეს სასწავლებლებში საჯარო ლექციების გამართვის შესაძლებლობასა და სახალხო დიპლომატიის პროექტებში საქართველოს მოქალაქეების აქტიური ჩართულობის მნიშვნელობაზე. 

შეხვედრის დასკვნითი ნაწილი კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.

აღსანიშნავია, რომ კორეის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ინიციატივით, კორეაში მყოფ თანამოქალაქეებთან შეხვედრები რეგულარულ ხასიათს ატარებს.