პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

კორონავირუსის COVID-19 გავრცელების პრევენციისთვის საქართველოს საზღვრის კვეთისას დაწესდა დამატებითი შეზღუდვები


06.03.2020

კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების გამო შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, საქართველოს საზღვრის კვეთისას დაწესებულია გარკვეული შეზღუდვებიგთხოვთ გაითვალისწინოთ:

საქართველოს მოქალაქეობის მქონე პირებისთვის

მოვუწოდებთ საქართველოს მოქალაქეებს, გადაუდებელი აუცილებლობის არარსებობის შემთხვევაში, თავი შეიკავონ მოგზაურობისგან ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ განსაზღვრული ეპიდემიური რისკის მქონე ქვეყნებში, კერძოდ, ჩინეთში, სამხრეთ კორეაში, იტალიაში, ირანში.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ზემოხსენებულ ქვეყნებში მოგზაურობის შემთხვევაში ან ზემოხსენებულ ქვეყნებში ტრანზიტად ყოფნის შემთხვევაში, საქართველოში დაბრუნებისას ვალდებულნი ხართ სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე დაექვემდებაროთ დადგენილი წესით ინტენსიურ შემოწმებას და შემდეგ ვალდებულნი ხართ გაიაროთ 14 დღიანი საკარანტინო პროცედურა.   

სხვა ქვეყნების მოქალაქეობის მქონე პირებისთვის

უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებიც მიმდინარე პერიოდში მოგზაურობენ საქართველოში, გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, საქართველოს საზღვრის კვეთისას დაწესებულია გარკვეული შეზღუდვები. 

საქართველოში ჩამომსვლელი პირები, რომლებიც ბოლო 14 დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ ან მოემგზავრებიან ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ განსაზღვრული ეპიდემიური რისკის მქონე ქვეყნების (ჩინეთი, სამხრეთ კორეა, იტალია, ირანი) გავლით: 

- ექვემდებარებიან ინტენსიურ შემოწმებას და შემდეგ ვალდებულნი არიან გაიარონ 14 დღიანი საკარანტინო პროცედურა;

 ან 

- უნდა წარმოადგინონ კორონავირუსზე (COVID -19) PCR მეთოდით შემოწმების ცნობა, რომელიც გაცემული უნდა იყოს გამომგზავრების ქვეყნის შესაბამისი ლაბორატორიის მიერ, ხოლო ტრანზიტულად მგზავრობის შემთხვევაში, ამ სატრანზიტო ქვეყნის შესაბამისი ლაბორატორიის მიერ.

https://mfa.gov.ge/News/koronavirusis-COVID-19-gavrcelebis-prevenciistvis.aspx?CatID=5