პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ქუჩის გამოკითხვა ქალაქ შანხაიში საქართველოს შესახებ


25.12.2021

მიმდინარე წლის 19 დეკემბერს, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს ახალგაზრდა ელჩის, გვანცა მდივანის ინიციატივითა და ორგანიზებით ქალაქ შანხაიში ჩატარდა ქუჩის გამოკითხვა საქართველოს ცნობადობის შესახებ. 

ახალგაზრდა ელჩი შემთხვევითობის პრინციპით, გამვლელებს უსვამდა მარტივ კითხვებს, რათა გაეგო რამდენად ინფორმირებულია შანხაის მოსახლეობა საქართველოს შესახებ. ამასთან, ელჩი ინტერვიუს მონაწილეებს აწვდიდა ინფორმაციას საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობის, ქართული ღვინის, ქართული ენის, ტურისტული ადგილებისა და ღირსშესანიშნაობების შესახებ.

აღნიშნული პროექტის ერთ-ერთ მთავარ მიზანს წარმოადგენს საქართველოს პოპულარიზაცია და ცნობადობის ამაღლება ჩინეთში.

აღნიშნული გამოკითხვა ჩატარდა ჩინურ ენაზე. შედეგები შეგიძლიათ იხილოთ თანდართულ ვიდეოში.

დამატებით ინფორმაციას ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს ახალგაზრდა ელჩის, გვანცა მდივანის საქმიანობის შესახებ, შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე:

https://www.facebook.com/profile.php?id=100069012946195