პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

კვიპროსი - პაფოსში ქართული საკვირაო სკოლა გაიხსნა


09.12.2019

მიმდინარე წლის 7 დეკემბერს, კვიპროსის რესპუბლიკაში, ქ. პაფოსში გაიხსნა ქართული საკვირაო სკოლა. სკოლაში ქართული ენის სწავლა ბავშვებს 15 დეკემბრიდან შეეძლებათ.

პაფოსში ქართული საკვირაო სკოლის გახსნა მომავალ მოსწავლეებსა და პედაგოგებს კვიპროსის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩმა რევაზ ლომინაძემ მიულოცა და მათ წარმატებული სასწავლო წელი უსურვა.

ქართულ საკვირაო სკოლაში გაკვეთილები ამა წლის 15 დეკემბრიდან დაიწყება, სწავლა კი უფასო იქნება. საკვირაო სკოლაში სწავლით დაინტერესებულ პირებს დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შეუძლიათ დაუკავშირდნენ კვიპროსის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს: Facebook / ელ-ფოსტა: [email protected] / ტელ: 22357327.

საკვირაო სკოლის მისამართია - Griva Digeni 1,8047, Paphos (Primary School Dimitrion, ქალაქის მერიასთან).

პაფოსში გახსნილი ქართული საკვირაო სკოლა კვიპროსის რესპუბლიკაში რიგით მე-3 ქართული საკვირაო სკოლაა. ნიქოზიაში უკვე მრავალი წელია ფუნქციონირებს დავით აღმაშენებლის სახელობის ქართული საკვირაო სკოლა (ხელმძღვანელი: მევლუდ ყაფლანიშვილი) ასოციაცია "ქართველთა სათვისტომო ძალა ერთობაშია" ფარგლებში, ქალაქ ლიმასოლში კი ქართული საკვირაო სკოლა მიმდინარე წლის მარტში დაარსდა.