პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

კვიპროსიდან თანამემამულეების სამშობლოში დასაბრუნებლად აივიარეისი შესრულდება 30 ივლისს


24.07.2020

კვიპროსის რესპუბლიკიდან საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად აივიარეისი ლარნაკა-თბილისი შესრულდება მიმდინარე წლის 30 ივლისს. სპეციალური რეისს, კვიპროსის რესპუბლიკის საიმიგრაციო სამსახურის ორგანიზებით, შეასრულებს ავიაკომპანია "საქართველოს ავიახაზები".

გამგზავრების დრო: 13:00 სთ. (კვიპროსის დროით), ჩაფრენის დრო: 16:10 სთ. (საქართველოს დროით). ლარნაკას საერთაშორისო აეროპორტში მგზავრები უნდა გამოცხადდნენ 10:00 სთ.-ზე.

თითოეულ მგზავრს აქვს 23 კგ.-იანი ჩასაბარებელი ბარგისა და 8 კგ.-იანი ხელბარგის წაღების უფლება.

საქართველოში ჩასვლის შემდეგ ყველა მგზავრი გაივლის 14-დღიან სავალდებულო კარანტინს.