პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ლარნაკა-ბათუმის ავიარეისით, დღეს, სამშობლოში დაბრუნდა საქართველოს 100 მოქალაქე 


18.05.2020

ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების ფონზე,საქართველოს სახელმწიფო განაგრძობს უცხოეთში მყოფი თანამემამულეების სამშობლოში ეტაპობრივი და ორგანიზებული დაბრუნების პროცესს. დღეს, 18 მაისს, შესრულდა ჩარტერული რეისი ლარნაკა-ბათუმის მიმართულებით, რომლითაც სამშობლოში დაბრუნდა საქართველოს 100-მდე მოქალაქე.

აღნიშნული რეისის მგზავრთა შორის იყვნენ მცირეწლოვნები და განსაკუთრებული საჭიროებების მქონე მოქალაქეები. აღსანიშნავია, რომ ერთ პირს ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობით ბათუმის აეროპორტში დახვდა რეანომობილი, რომლითაც იგი გადაყვანილ იქნა შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში. ასევე, განხორციელდა კიდევ ერთი მოქალაქის ტრანსპორტირება სამედიცინო რეანომობილით ბათუმიდან თბილისში.

დღეის მონაცემებით, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან სამშობლოში - სახელმწიფოს ხელშეწყობით  - ორგანიზებულად დაბრუნდა საქართველოს 11 880 მოქალაქე საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო გზებით, ხოლო საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების მიერ ადგილზე ქმედითი დახმარება გაეწია 20 880 მოქალაქეს.

შეგახსენებთ, თანამემამულეების სამშობლოში ეტაპობრივი დაბრუნების ეფექტიანი ორგანიზებისა და მათი ადგილზე დახმარების მიზნით, მოქალაქემ უნდა შეავსოს, ელექტრონული ფორმით, სპეციალური განაცხადი, რომელიც გამოქვეყნებულია საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდსა და საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ვებ-გვერდებზე. აღნიშნულ განაცხადში მოცემული მონაცემების დამუშავების შემდგომ მიღებული იქნება შესაბამისი გადაწყვეტილება.

უცხოეთში მყოფი თანამემამულეების სამშობლოში დაბრუნების მიზნით, საქართველოს საკოორდინაციო საბჭოს მიერ განსაზღვრული ავიარეისების ფარგლებში, ახლო მომავალში, დაგეგმილია შემდეგი ფრენების განხორციელება:

საკოორდინაციო საბჭოს დავალებით, ევროპიდან საქართველოს მიმართულებით ზემოჩამოთვლილ რეისებს კომპანია „Georgian Airways“ ახორციელებს. საბჭოსვე მითითებით, ყველა ასეთ რეისზე ბილეთის ფასი შეადგენს 199 ევროს. აღნიშნული რეისები სრულდება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წესის სრული დაცვით და ყველა მგზავრი, რომელიც ჩამოდის საქართველოში, გადის 14-დღიან სავალდებულო კარანტინს.

[საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უცხოეთში მყოფი თანამემამულეებისადმი გაწეული დახმარებისა და მათი სამშობლოში დაბრუნების თაობაზე ყოველდღიურად განახლებად სტატისტიკურ ინფორმაციას საკუთარ ვებ-გვერდზე აქვეყნებს: http://gov.ge/s/adcb7]