პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ლევილის ქართული აკადემიის მმართველი საბჭოს სხდომა


04.03.2021

2021 წლის 4 მარტს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ვლადიმერ კონსტანტინიდის თავმჯდომარეობით, ონლაინ ფორმატში გაიმართა პირველი რესპუბლიკის ისტორიული და კულტურული ქართულ-ფრანგული მემორიალური ცენტრის, ლევილის ქართული აკადემიის მმართველი საბჭოს მორიგი სხდომა.

საბჭომ იმსჯელა ქართულ-ფრანგული მემორიალური ცენტრის განვითარებასა და მოწყობასთან დაკავშირებულ საორგანიზაციო-სამართლებრივ საკითხებზე.

სხდომას ესწრებოდნენ მმართველ საბჭოში შემავალი საქართველოს სამინისტროებისა და უწყებების წარმომადგენლები: საფრანგეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თეა კატუკია, საფრანგეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი გოჩა ჯავახიშვილი, საფრანგეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს მრჩეველი, მმართველი საბჭოს მდივანი ვარლამ ბაძაღუა, მამულის გადმომცემი ოჯახების წევრები - ირენ ციციშვილი, ტიერი ბერიშვილი და საფრანგეთში ისტორიული ქართული დიასპორის წარმომადგენლები - ოთარ ზურაბიშვილი და ასინეთ (ნინო) კალატოზიშვილი.