პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

მაკა დადიანისა და მამუკა კაპანაძის ნამუშევრების გამოფენა ციურიხში 


14.10.2020

 

მიმდინარე წლის 2-4 ოქტომბერს ქალაქ ციურიხში, შვეიცარიაში საქართველოს საელჩოს თანაორგანიზებით, ხელოვნების პრესტიჟული საერთაშორისო გამოფენის - „Zurich Art International“-ის ფარგლებში, მოეწყო ცნობილი ქართველი მხატვრების - მაკა დადიანისა და მამუკა კაპანაძის ნამუშევრების გამოფენა.

ამავე გამოფენის ფარგლებში, 2 ოქტომბერს, საქართველოს საელჩოს მონაწილეობით, გაიმართა მიღება, რომელსაც ესწრებოდნენ შვეიცარიაში მცხოვრები თანამემამულეები, შვეიცარიის ფართო საზოგადოებრივი წრეებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.

აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო გამოფენაზე წარმოდგენილმა ქართველი მხატვრების ნამუშევრებმა დამთვალიერებელთა დიდი მოწონება დაიმსახურა.