პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

მემორანდუმი საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკასა და ბერლინის სახელმწიფო ბიბლიოთეკას შორის


30.11.2020

 

მიმდინარე წლის 30 ნოემბერს, ქალაქ ბერლინის სახელმწიფო ბიბლიოთეკასა და საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას შორის გაფორმდა მემორანდუმი.

ქართული მხრიდან მემორანდუმს ხელი მოაწერა გერმანიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ლევან იზორიამ, ხოლო გერმანული მხრიდან - ბერლინის სახელმწიფო ბიბლიოთეკის გენერალურმა დირექტორმა ბარბარა შნაიდერ-კემფმა.

მემორანდუმი მიზნად ისახავს ბიბლიოთეკებს შორის გამოცდილების გაზიარებასა და სამეცნიერო-საგანმანათლებლო თვალსაზრისით თანამშრომლობას, ერთობლივი კონფერენციებისა და სამეცნიერო შეხვედრების გამართვას, ბიბლიოგრაფიის დარგში ერთობლივი სამეცნიერო კვლევების ჩატარებას, ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში გამოცდილების ურთიერთგაცვლას.

აღსანიშნავია, რომ ქართული მხარე განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს გერმანიაში სხვადასხვა პერიოდში ემიგრირებულ ქართველთა არქივების მოძიებასა და დამუშავებას, გერმანიაში არსებული ქართული არქივების კვლევას.