პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

მიკრო და მცირე მეწარმეობის სახელმწიფო საგრანტო კონკურსი 5 ოქტომბრიდან დაიწყება


29.09.2020

მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის სახელმწიფო საგრანტო პროგრამა 2020-ის ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტო - „აწარმოე საქართველოში“ აცხადებს საგრანტო კონკურსს ამა წლის 5 ოქტომბრიდან 18 ოქტომბრის ჩათვლით. საგრანტო კონკურსში მონაწილეობის უფლება ექნება საქართველოს ნებისმიერ სრულწლოვან მოქალაქეს, მათ შორის, საზღვარგარეთ მცხოვრებ თანამოქალაქეებს, რომელთაც აქვთ სურვილი საქართველოში წამოიწყონ საკუთარი საქმე. პროგრამა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მოქმედებს და  მის ფარგლებში 300-ზე მეტი ეკონომიკური საქმიანობის დაფინანსებაა შესაძლებელი.

აღნიშნული მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის მიზანია საქართველოში მიკრო და მცირე ბიზნესის განვითარება, თანამედროვე სამეწარმეო კულტურის დამკვიდრება და ახალი სამუშაო ადგილების შექმნა.

პროგრამა ორ კომპონენტს მოიცავს:

პროგრამის ფარგლებში პრიორიტეტულია:

პროგრამის პირობების თანახმად, საგრანტო კონკურსში მონაწილეობა შეუძლია საქართველოს ყველა სრულწლოვან მოქალაქეს, როგორც მეწარმე სუბიექტს, რომელსაც პროგრამის ფარგლებში დაფინანსება არ მიუღია, ან პირველად მონაწილეობს, ასევე - მეწარმე სუბიექტს, რომელმაც ერთხელ უკვე მიიღო პროგრამის მიკრო და მცირე მეწარმეობის ნაწილით განსაზღვრული ხელშეწყობა.

პროგრამა მოქმედებს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.

საგრანტო განაცხადების მიღება იწარმოებს 2020 წლის 5 ოქტომბრიდან 18 ოქტომბრის ჩათვლით.

სრული ინფორმაცია კონკურსში მონაწილეობის პირობებისა და საგრანტო განაცხადის წარდგენის თაობაზე იხილეთ სააგენტოს - „აწარმოე საქართელოში“ ვებ-გვერდზე: https://bit.ly/3kXgDdt