პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

მინისტრის მოადგილე ვლადიმერ კონსტანტინიდი ლევილის ქართველთა მამულს ეწვია და მიმდინარე სარეკონსტრუქციო სამუშაოებს ადგილზე გაეცნო


21.10.2020


2020 წლის 20-21 ოქტომბერს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ვლადიმერ კონსტანტინიდი ვიზიტით საფრანგეთში იმყოფება, სადაც მონაწილეობას იღებს ლევილის მუნიციპალიტეტის მმართველი საბჭოს სხდომაში.

ვიზიტის ფარგლებში, მინისტრის მოადგილე, საფრანგეთში საქართველოს საელჩოს თანამშრომლებთან და ლევილის მმართველი საბჭოს წევრებთან ერთად, ლევილის ისტორიულ მამულს ეწვია და ქართველთა სასაფლაო მოინახულა.

ვლადიმერ კონსტანტინიდი ლევილის მამულის მიმდინარე სარეკონსტრუქციო სამუშაოების პირველ ეტაპს ადგილზე გაეცნო. იგი სამშენებლო კომპანია „ETMB“-ის წარმომადგენლებს შეხვდა და დეტალურად მოისმინა ანგარიში ტერიტორიაზე მიმდინარე სამუშაოებთან და მათი დასრულების თარიღებთან დაკავშირებით.

ვიზიტის ფარგლებში, მინისტრის მოადგილემ შეხვედრა გამართა, ასევე, ლევილის მერთან, ერიკ ბრევისთან, სადაც მხარეების მიერ განხილულ იქნა ისტორიული მამულის სარეაბილიტაციო პროექტის მნიშვნელობა ორ ქვეყანას შორის ისტორიული კავშირის კუთხით და სამომავლო თანამშრომლობასთან დაკავშირებული ასპექტები.