პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

მინსკი-თბილისის ავიარეისით სამშობლოში 153 თანამემამულე დაბრუნდა


04.05.2020

მიმდინარე წლის 3 მაისს, საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებით, კომპანია “ბელავიამ”შეასრულა პირველი ეპიზოდური ჩარტერული რეისი მინსკი-თბილისის მიმართულებით, რომლითაც ბელარუსიდან და ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან სამშობლოში დაბრუნდა საქართველოს 153 მოქალაქე.

საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების მიზნით, ავიაკომპანია „ბელავია“ მინსკი-თბილისის მიმართულებით კიდევ 2 რეისს შეასრულებს - 10 და 17 მაისს.

4 მაისის მონაცემებით, სამშობლოში - მთავრობის ხელშეწყობით - დაბრუნდა საქართველოს 9 486 მოქალაქე, ხოლო საქართველოს დიპლომატიურმა წარმომადგენლობებმა ადგილზე დახმარება აღმოუჩინეს 18 646 მოქალაქეს.

სახელმწიფო განაგრძობს უცხოეთში მყოფი თანამემამულეების სამშობლოში ეტაპობრივად და ორგანიზებულად დაბრუნების პროცესს. თანამემამულეების სამშობლოში ეტაპობრივი დაბრუნების ეფექტიანი ორგანიზებისა და მათი ადგილზე დახმარების მიზნით, მოქალაქემ უნდა შეავსოს, ელექტრონული ფორმით, სპეციალური განაცხადი, რომელიც გამოქვეყნებულია საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდსა და საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ვებ-გვერდებზე. აღნიშნულ განაცხადში მოცემული მონაცემების დამუშავების შემდგომ მიღებული იქნება შესაბამისი გადაწყვეტილება

შეგახსენებთ, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი საკოორდინაციო საბჭოს მიერ განსაზღვრული ავიარეისების ფარგლებში, ახლო მომავალში, დაგეგმილია შემდეგი ფრენების განხორციელება:

საკოორდინაციო საბჭოს დავალებით, ევროპიდან საქართველოს მიმართულებით ზემოჩამოთვლილ რეისებს (გარდა 10 და 17 მაისისა) კომპანია „Georgian Airways“ ახორციელებს. საბჭოსვე მითითებით, ყველა ასეთ რეისზე ბილეთის ფასი შეადგენს 199 ევროს. აღნიშნული რეისები სრულდება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წესის სრული დაცვით და ყველა მგზავრი, რომელიც ჩამოდის საქართველოში, გადის 14-დღიან სავალდებულო კარანტინს.

[საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უცხოეთში მყოფი თანამემამულეებისადმი გაწეული დახმარებისა და მათი სამშობლოში დაბრუნების თაობაზე ყოველდღიურად განახლებად სტატისტიკურ ინფორმაციას საკუთარ ვებ-გვერდზე აქვეყნებს: http://gov.ge/s/adcb7]