პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

მონაცემთა მნიშვნელობა დიასპორასთან ურთიერთობის განვითარების პოლიტიკის შემუშავებისას


01.07.2022

21 ივნისს, ონლაინ ფორმატში ქართული დიასპორის შესახებ კვლევის პრეზენტაცია და დისკუსია გაიმართა. ღონისძიება ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციასთან (OECD) თანამშრომლობით, გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ) დაკვეთით გაიმართა.  კვლევის ანგარიში  - საქართველოს ემიგრანტების მიმოხილვა (A Review of Georgian Emigrants) ხელმისაწვდომია ინგლისურ ენაზე.

კვლევის გასაცნობად ესვიეთ ბმულს (დააჭირეთ აქ).

შეხვედრა მიეძღვნა დიასპორის შესახებ მონაცემების მნიშვნელობას, მისი თავმოყრის მეთოდოლოგიას, ანალიზს და პრაქტიკაში გამოყენების გამოცდილებას. მომხსენებლებმა განიხილეს სამი ქვეყნის მაგალითი - საქართველოს, განასა და ინდონეზიის სახელმწიფო უწყებების გამოცდილება დიასპორის შესახებ მონაცემების შეგროვების თაობაზე. 

მომხსენებლებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ქვეყნები აღიარებენ დიასპორის მნიშვნელობასა და განვითარების პროცესში მონაწილეობის პოტენციალს. საუბარი შეეხო  მიგრაციის შესახებ გლობალურ შეთანხმება (GCM), რომელიც  მოიცავს დიასპორაზე ორიენტირებულ #19 მიზანს - მდგრადი განვითარებისთვის დიასპორის ჩართულობის ხელშეწყობა (Create conditions for migrants and diasporas to fully contribute to sustainable development in all countries).

ღონისძიება მიზნად ისახავდა მტკიცებულებაზე დაფუძნებული პოლიტიკის შემუშავების ხაზგასმას და მისი მნიშვნელობის წარმოჩენას. OECD-ის ექსპერტებმა შეხვედრის მონაწილეებს ინფორმაცია გაუზიარეს ჩატარებული სამუშაოს შესახებ, საერთო გამოწვევებისა და შესაძლებლობების შესახებ. 

შეხვედრის მეორე ნაწილი დაეთმო საქართველოს, განასა და ინდონეზიის დიასპორასთან ურთიერთობებზე პასუხისმგებელი პირების ჩართულობას. მათ განიხილეს მონაცემთა როლი პოლიტიკის შემუშავების პროცესში. საქართველოს გამოცდილების შესახებ ისაუბრა საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტის მრჩეველმა ლელა შველიძემ.