პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ნიდერლანდები - საქართველოს საელჩოში საკვირაო სკოლის მოსწავლეებისთვის მიღება მოეწყო


12.01.2020

მიმდინარე წლის 12 იანვარს, ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს საელჩოსა და მასთან არსებული ქართული საკვირაო სკოლის „ცისარტყელა“ ორგანიზებით, საზეიმო მიღება გაიმართა. მიღებას ესწრებოდნენ საკვირაო სკოლის აღსაზრდელები და მათი მშობლები.

დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს საქართველოს ელჩმა ნიდერლანდების სამეფოში გიორგი შარვაშიძემ და საკვირაო სკოლის მასწავლებლებმა და მათ მიულოცეს როგორც შობა-ახალი წელი, ისე ახალი სასწავლო სემესტრის დაწყება.

მიღების ფარგლებში, სპეციალური სტუმრის სტატუსით მაყურებლის წინაშე წარსდგა ქართული ცეკვისა და სიმღერის ფოლკლორული ანსამბლი „შარა“, რომელმაც აუდიტორიის დიდი მოწონება დაიმსახურა. ამჟამად, ანსამბლი ქართული დიასპორული ორგანიზაციების - „იმედი “ და „ბაგრატიონის საზოგადოება“ მიწვევით იმყოფება და კონცერტებს მართავს ნიდერლანდების სამეფოში.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს საელჩოსთან არსებული ქართული საკვირაო სკოლა ინტენსიურად მართავს მსგავსი სახის ზეიმებს, მათ შორის, ეროვნული დღესასწაულებისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს. საკვირაო სკოლა „ცისარტყელა“ 2011 წლიდან ფუნქციონირებს. სკოლაში ისწავლება მშობლიური ენა და ლიტერატურა, საქართველოს ისტორია და გეოგრაფია.