პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ნიდერლანდებში საქართველოს საელჩოში „შუშანიკის წამების“ ნიდერლანდური თარგმანის პრეზენტაცია გაიმართა


20.05.2019

ღონისძიების დასაწყისში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა გიორგი შარვაშიძემ დიდი მადლობა გადაუხადა არჩილ ჯავახაძეს ნაწარმოების თარგმნისათვის, რითაც ჰოლანდიელ მკითხველს საშუალება მიეცემა, გაეცნოს უძველეს ქართულ ნაწარმოებსშუშანიკის წამებას“.

პრეზენტაციაზე არჩილ ჯავახაძემ ნაწარმოების თარგმნის პროცესზე, მის შინაარსსა და მნიშვნელობაზე ისაუბრა. ასევე არჩილ ჯავახაძემ დამსწრე საზოგადოებას მის მიერ ქართულ ენაზე დაწერილი წიგნინიდერლანდების სამეფოს პრინცი ბერნარდიწარუდგინა.

ღონისძიებას ნიდერლანდების სამეფოში მოღვაწე სამეცნიერო და საგანმანათლებლო წრეების და ასევე დიასპორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ღონისძიების ფარგლებში ასევე წარმოდგენილი იქნა გამოფენა ქართული ანბანის სამი სახეობა - ასომთავრულად, ნუსხურად და მხედრულად შესრულებული ქართული დამწერლობის ნიმუშები.