პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ნიკო ამირგულაშვილი ლიტვა-პოლონეთი-უკრაინა-საქართველოს ფეხით გაივლის


08.07.2019

ა.წ. 8 ივლისს, ქ. ლვოვში, საქართველოს საპატიო კონსულმა იაროსლავ მუზიჩკომ უმასპინძლა ქართული წარმოშობის ლიეტუვას მოქალაქეს ნიკო ამირგულაშვილს, რომელიც გეგმავს ფეხით გაიაროს 2000 კმ. მარშუტით ლიტვა-პოლონეთი-უკრაინა-საქართველო.

ნიკო ამირგულაშვილის პროექტის  „Building Bridges: Vilnius-Tbilisi” მიზანია ლიტვას, პოლონეთს, უკრაინასა და საქართველოს შორის დიალოგის მხარდაჭერა, გამოცდილების გაზიარება და ხალხებსა და სახელმწიფოებს შორის კავშირების განვითარება.

ქ. ლვოვში, საქართველოს საპატიო კონსულის იაროსლავ მუზიჩკოს ორგანიზებით. ასევე გაიმართა ნიკო ამირგულაშვილის შეხვედრა ლვოვის მერთან ანდრეი სადოვისთან.

შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა ადგილობრივი პრესისთვის გამართეს ბრიფინგი.