პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ნიუ-იორკის ქართულ დიასპორასთან სტარტაპებთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა


16.10.2019

ქ. ნიუ-იორკში, საქართველოს გენერალური საკონსულოსა და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ორგანიზებით, ქართულ სტარტაპ გარემოსთან დაკავშირებით ნიუ-იორკში მცხოვრებ დიასპორის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს ნიუ-იორკში საქართველოს გენერალურმა კონსულმა დიანა ჟღენტმა, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ ავთანდილ კასრაძემ და აღნიშნული სააგენტოს მიერ დაფინანსებული ოთხი ქართული სტარტაპ კომპანიის წარმომადგენლებმა.

ნიუ-იორკში მყოფ სხვადასხვა სფეროში მოღვაწე ქართველებთან გამართულ შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოში ინოვაციებისა და ტექნოლოგიების როგორც განვითარების, ისე კომერციალიზაციის მნიშვნელობა, საუბარი შეეხო  სახელმწიფოს მიდგომებს ინოვაციური სტარტაპების დაფინანსების კუთხით და ამ ეტაპისთვის არსებულ საგრანტო პროექტებში დიასპორის წარმომადგენლების ჩართულობის შესაძლებლობებს. მათ შორის, აღსანიშნავია სააგენტოს მიმდინარე მცირე გრანტების პროგრამა, რომელიც გულისხმობს ინოვაციური სახის პროექტების დაფინანსებას სხვადასხვა მიმართულებით.

საქართველო 2019 წლის მონაცემებით, ინოვაციების გლობალური ინდექსის რეიტინგში ტოპ 50 ქვეყანას შორის იკავებს ადგილს. აღსანიშნავია, რომ ქვეყნის წარმატების მთავარი ინდიკატორები ამ კუთხით გახლავთ მაღალტექნოლოგიური იმპორტი, საინფორმაციო და საკომუნიკაციო მომსახურების (ICT) ექსპორტი და სამრეწველო ნიმუშების დიზაინი.