პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ნიუ-იორკში 5 ქართველი კომპოზიტორის საღამო გაიმართა


12.12.2022

საქართველო-ამერიკის დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ნიუ-იორკში, ამერიკაში მოღვაწე ხუთი ქართველი კომპოზიტორის ქართული თანამედროვე მუსიკის საღამო გაიმართა.

ქართველი კომპოზიტორები: დავით ჭკუასელი, ლალი საბანაძე, გიორგი მიქაძე, კოკი ლორთქიფანიძე, გიორგი ოუქლი სხვადასხვა შტატებიდან ნიუ-იორკში გაერთიანდნენ თანამედროვე ქართული კლასიკური მუსიკის პოპულარიზაციის მიზნით. 

ღონისძიება, საგარეო საქმეთა სამინისტროს  საგრანტო პროგრამის "დიასპორული ინიციატივების მხარდაჭერის ფარგლებში”, The Association of Modern Georgian Artists -მა, Global Music Partnership-თან თანამშრომლობით ჩაატარა. ორგანიზატორების განცხადებით, საღამოს  მიზანი ქართული თანამედროვე აკადემიური მუსიკის პოპულარიზაციაა მთელ  მსოფლიოში.