პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ნორვეგიაში საქართველოს საელჩოსთან არსებულმა საკვირაო სკოლამ სწავლა განაახლა


11.03.2020

მიმდინარე წლის 28 თებერვლიდან განახლდა სწავლა ნორვეგიის სამეფოში საქართველოს საელჩოსთან არსებულ ქართულ საკვირაო სკოლაში. ჯგუფი შედგება ოსლოში მცხოვრები 12-დან 16 წლამდე ასაკის ბავშვებისაგან.

საკვირაო სკოლის პედაგოგი გახლავთ ქართველი სტუდენტი გიორგი ბერიძე, რომელიც  გაცვლითი პროგრამით სწავლობს ოსლოს უნივერსიტეტში, მაგისტრატურის საფეხურზე. ქართული საკვირაო სკოლის მიზანია ოსლოში მცხოვრებ ქართველ ბავშვებში ეროვნული თვითმყოფადობისა და მშობლიური ენის შენარჩუნების ხელშეწყობა, ქართული კულტურისა და ტრადიციების პოპულარიზაცია.

ნორვეგიის სამეფოში საქართველოს საელჩოსთან არსებული ქართული საკვირაო სკოლა 2013 წელს დაფუძნდა, 2017 წლიდან კი იგი აღარ ფუნქციონირებდა სკოლის ასაკის ბავშვების სიმცირის გამო.

საკვირაო სკოლის შესახებ, საჭიროების შემთხვევაში, დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ნორვეგიის სამეფოში საქართველოს საელჩოს.