პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ონლაინ დისკუსია ევროკავშირში საქართველოს წარმომადგენელთან, ბელგიაში საქართველოს ელჩ ნატალი საბანაძესთან


18.12.2020

 

16 დეკემბერს, ყვარლის ევროკლუბმა უმასპინძლა ვიდეო შეხვედრას ბელგიის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან და ევროკავშირში საქართველოს წარმომადგენელთან, ნატალი საბანაძესთან.

შეხვედრის ფარგლებში ელჩმა მიმოიხილა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ხაზი გაუსვა ევროპული ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს და საქართველო-ევროკავშირის ორმხრივ ურთიერთობებში არსებულ პოზიტიურ დინამიკას.

ელჩმა კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმოიხილა ეპიდემიოლოგიური საფრთხის ფონზე ევროკავშირში მიმდინარე პროცესები და ყურადღება გაამახვილა არსებული გამოწვევების ფონზე საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის პერსპექტივებზე.

დისკუსიას მოდერაციას უწევდა ახალგაზრდა ევროპელი ელჩი, ნიკა გურინი.