პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

პანდემიის ფონზე, სახელმწიფოს ხელშეწყობით საფრანგეთიდან სამშობლოში კიდევ 122 თანამემამულე დაბრუნდა


23.07.2020

მსოფლიოში COVID-19-ის გავრცელების ფონზე, საქართველოს სახელმწიფო განაგრძობს უცხოეთში მყოფი თანამემამულეების სამშობლოში ეტაპობრივი და ორგანიზებული დაბრუნების პროცესს. საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად, 22 ივლისს შესრულდა ჩარტერული რეისი პარიზიდან.

აღნიშნული რეისით სამშობლოში დაბრუნდა 122 თანამემამულე, მათ შორის, პირები ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობით და განსაკუთრებული საჭიროებებით.

უცხოეთიდან სამშობლოში დაბრუნებული საქართველოს მოქალაქეებისათვის კვლავ სავალდებულოა 14-დღიანი საკარანტინო პროცედურის გავლა.

შეგახსენებთ, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ახლო მომავალში, საზღვარგარეთ მყოფი თანამემამულეების საქართველოში დასაბრუნებლად, დაგეგმილია ფრენების განხორციელება შემდეგი ქალაქებიდან:

 

[საქართველოს მიმართულებით დაგეგმილი სპეციალური (სახელმწიფოს მიერ სუბსიდირებული) და კომერციული ავიარეისების განრიგი - ივლისი/აგვისტო]

[ხშირად დასმული კითხვები საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით]