პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

პოეტ ლია სტურუას ლექსი ბრიუსელის მეტროს ვაგონებში განთავსდა


06.10.2020

 

ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში საქართველოს საელჩოსა და საქართველოს მწერალთა სახლის თანამშრომლობით, ქართველი პოეტის, ლია სტურუას ლექსი წარდგენილ იქნა ევროპული პოეზიის „ტრანსპოეზიის“ ფესტივალზე.

ფესტივალის ფარგლებში, ქართველი პოეტის ლექსი განთავსდა ბრიუსელის მეტროს ვაგონებში ქართულ, ფრანგულ და ჰოლანდიურ ენებზე. ლექსის ხილვა მსურველებს ბრიუსელის მეტროში 12 ოქტომბრამდე შეეძლებათ, ხოლო 12 ოქტომბრიდან ქართველი პოეტის ლექსი, სხვა ევროპელი პოეტების ლექსებთან ერთად, განთავსდება სენკანტენერის პარკის (ბრიუსელი) ღობეზე - ნეღვიენის ქუჩის მხრიდან.

აღსანიშნავია, რომ ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში საქართველოს საელჩოს ინიციატივით, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, ფესტივალში მონაწილეობა მიიღო შემდეგმა ოთხმა ქართველმა პოეტმა: შოთა იათაშვილი, მაია სარიშვილი, ზვიად რატიანი და ლია სტურუა.