პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

პრაღაში ანტისაოკუპაციო გამოფენა გაიმართა


24.06.2019

ა.წ. 24 ივნისს, პრაღის ანგლოამერიკულ უნივერსიტეტში, საგარეო საქმეთა სამინისტროს პროექტის - „იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩის“ ფარგლებში, ჩეხეთის რესპუბლიკაში საქართველოს ახალგაზრდა ელჩის დემეტრე რუხაძის ინიციატივითა და ორგანიზებით, ანტისაოკუპაციო გამოფენა გაიხსნა.

ანტისაოკუპაციო გამოფენის მიზანი გახლდათ სოლიდარობის გამოცხადება თბილისში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით და საზოგადოებრივი კამპანიის - „გაატარე ზაფხული საქართველოში" მხარდაჭერა. გამოფენის გახსნით ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა ჩეხეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩმა მარიამ რაქვიაშვილმა. ღონისძიების პირველი ნაწილი მიეძღვნა 2008 წლის რუსულ ოკუპაციას, მეორე ნაწილში კი წარმოდგენილი იყო საქართველოს ღირსშესანიშნაობები და ქვეყნის ტურისტული პოტენციალი.

გამოფენის გახსნას ესწრებოდნენ დიპლომატიური მისიის წარმომადგენლები, პრაღის ანგლოამერიკული უნივერსიტეტის თანამშრომლები, უცხოელი ახალგაზრდები და პრაღაში მცხოვრები ქართველები.

ანტისაოკუპაციო გამოფენა ანგლოამერიკული უნივერსიტეტის მთავარ ეზოში ორი დღე გაგრძელდა.