პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

პროექტის „კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობისთვის საქართველოში” მიგრაციის კომპონენტის შედეგების შეჯამება


25.01.2023

მიმდინარე წლის 20 იანვარს, სასტუმროში ,,რედისონ ბლუ ივერია“ ევროკავშირის ინოვაციური პროექტის „კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობისთვის საქართველოში” შედეგების შეჯამება და პეზენტაცია ჩატარდა. პროექტის მიგრაციის კომპონენტი, სხვა საკითხებთან ერთად, დაეთმო საქართველოს კერძო სექტორის გაძლიერებისა და კონკურენტუნარიანობის ამაღლების პროცესში საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეების ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას. პროექტის ფარგლებში ქართული კომპანიების უცხოურ გამოფენაზე მონაწილეობა, პოტენციურ პარტნიორებთან დაკავშირება, ევროპაში ექსპორტის შესაძლებლობების მოძიება სწორედ ქართული დიასპორის წარმომადგენლების აქტიური მონაწილეობით მოხდა.  ევროკავშირის ინოვაციური პროექტის განხორციელებაში ჩართული, გაეროს მიგრაციის სააგენტოს (IOM) გუნდმა საქართველოში გამოცდილების გასაზიარებლად მოიწვია დიასპორის რამდენიმე მაღალკვალიფიციური წარმომადგენელი.

შეხვედრის გახსნით ნაწილში მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვლადიმერ კონსტანტინიდიმ. მან ხაზი გაუსვა საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეების მაღალ კვალიფიკაციას, გამოცდილებას და მზარდ ინტერესს, რომ მეტი და უფრო მდგრადი წვლილი შეიტანონ ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში.  პროექტის შემაჯამებელ ღნისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM)  საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა სანია-ჩელებიჩ ლუკოვაცმა, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ეკონომიკური განვითარებისა და ბაზრის შესაძლებლობების გუნდის ხელმძღვანელმა დომინიკ პაპენჰეიმმა, პროექტის პარტნიორი ორგანიზაციების, ადგილობრივი თვითმმართველობებისა და დიასპორის წარმომადგენლებმა.

ევროკავშირის ინოვაციური პროექტი წარმოადგენს ევროკავშირისა და გაეროს ოთხი სააგენტოს - გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO), ინდუსტრიული განვითარების ორგანიზაცია (UNIDO) და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (IOM), ერთობლივ ინიციატივას. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო პროექტის ერთ-ერთი პარტნიორია.