პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

პროგრამა "იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩი"


20.06.2019

უცხოეთში მცხოვრებ ქართველ ახალგაზრდებთან მდგრადი ინსტიტუციონალური ურთიერთობის განვითარებისა და სამშობლოში მათი დაბრუნების ხელშეწყობის მიზნით, საგარეო საქმეთა სამინისტრო ახორციელებს პროგრამას „იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩი“. პროგრამის საშუალებით იმ ახალგაზრდებს, რომლებიც ცხოვრობენ საზღვარგარეთ, შესაძლებლობა ეძლევათ ერთწლიანი საპატიო მანდატით გახდნენ „საქართველოს ახალგაზრდა ელჩები“ მათ ადგილსამყოფელ ქვეყნებში და სახალხო დიპლომატიის საშუალებით, მოახდინონ ქართველი და უცხოელი ახალგაზრდების ინფორმირება საქართველოს ეკონომიკის, განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდული პოლიტიკისა და ისტორიის შესახებ.

„იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩის“ პროგრამის მიზნებს წარმოადგენს „ახალგაზრდა ელჩების“ ადგილსამყოფელ ქვეყნებში:  

• საქართველოს პოპულარიზაცია;

• საქართველოს უცხოელ ახალგაზრდა მეგობართა ქსელის შექმნა;

• ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან მჭიდრო ურთიერთობა.

ახალგაზრდა ელჩების შერჩევა ხორციელდება, ღია კონკურსის წესით, სამინისტროს მიერ წინასწარ განსაზღვრული ქვეყნებიდან. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და კონკურსის შედეგად შერჩეულ კანდიდატს შორის ფორმდება ხელშეკრულება, რომლის ფარგლებშიც გამარჯვებულ კანდიდატებს ერთწლიანი სამოქმედო გეგმის განსახორციელებ