პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

რა უნდა ვიცოდეთ ევროკავშირის/შენგენის ზონის წევრ ქვეყნებში უვიზოდ გამგზავრებამდე?


29.12.2020

2021 წლის 1 იანვრიდან ძალაში შედის საკანონმდებლო ცვლილება, რომლის თანახმადაც, შენგენის რეგულაციით გათვალისწინებული დოკუმენტაცია დამატებით საქართველოს სასაზღვრო გამტარ პუნქტზეც შემოწმდება.

საქართველოს მოქალაქეს შეიძლება უარი ეთქვას საქართველოს საზღვრის გადაკვეთაზე თუ მას ეკრძალება ევროკავშირის/შენგენის ზონის რომელიმე ქვეყანაში შესვლა ან ვერ წარადგენს კანონით გათვალიწინებულ საბუთებს. 

 

                                             

 

ხშირად დასმული კითხვები საკანონმდებლო ცვლილებასთან დაკავშირებით

 

 

უვიზოდ გამგზავრება შესაძლებელია ევროკავშირის/შენგენის ზონის წევრ შემდეგ სახელმწიფოებში:

ავსტრია, ბელგია, გერმანია, დანია, ესპანეთი, ესტონეთი, იტალია, ლატვია, ლიეტუვა, ლუქსემბურგი, მალტა, ნიდერლანდები, პოლონეთი, პორტუგალია, საბერძნეთი, საფრანგეთი, სლოვაკეთი, სლოვენია, უნგრეთი, ფინეთი, ჩეხეთი, ისლანდია, ლიხტენშტაინი, ნორვეგია, შვედეთი, შვეიცარია, ბულგარეთი, ხორვატია, კვიპროსი და  რუმინეთი.

ნებისმიერი ასეთი ვიზიტის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 90 დღეს ნებისმიერ 180-დღიან პერიოდში.

საქართველოს მოქალაქეები ვალდებულნი არიან დაიცვან:

 

90-დღიანი ყოფნის ვადის გადაცილების შემთხვევაში, ევროკავშირის/შენგენის ქვეყნის ტერიტორიაზე ყოფნა ჩაითვლება არალეგალურად. ასეთი პირი შესაძლოა გაძევებულ იქნას ქვეყნიდან და აეკრძალოს ევროკავშირის/შენგენის წევრი ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლა 5 წლამდე ვადით. ამასთან ერთად, შესაძლოა, დაეკისროს ჯარიმა 3.000 ევრომდე ოდენობით.

 

ნებადართული ყოფნის პერიოდში სხვა სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში, საქართველოს მოქალაქეს დაეკისრება შესაბამისი პასუხისმგებლობა ადგილსამყოფელი ქვეყნის კანონმდებლობის თანახმად, რის შემდეგაც გაძევებულ იქნება ქვეყნიდან და შესაძლოა აეკრძალოს ევროკავშირის/შენგენის წევრი ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლა 5 წლამდე ვადით.

 

უვიზოდ გამგზავრება შესაძლებელია შემდეგი მიზნებით:

 

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ პანდემიის პირობებში დაწესებულია დამატებითი შეზღუდვები. დეტალური ინფორმაცია იხილეთ შემდეგ ბმულზე: https://www.geoconsul.gov.ge/ka/newsFeed/nId/185  

დეტალურ ინფორმაციას ევროკავშირის/შენგენის წევრ კონკრეტულ ქვეყანაში  გამგზავრებასთან დაკავშირებით, გთხოვთ, გაეცნოთ მოცემულ ბმულზე: https://www.geoconsul.gov.ge/ka/schengen