პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

რა უნდა ვიცოდეთ იტალიაში სწავლის, მუშაობისა და ბინადრობის თაობაზე? 


28.02.2020

აქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტთან და იტალიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოსთან თანამშრომლობით, ICMPD ENIGMMA 2-ის გუნდმა შეიმუშავა იტალიის მიგრაციის კანონმდებლობის გზამკვლევი. გზამკვლევის მიზანია დაეხმაროს საქართველოს მოქალაქეებს იტალიაში მიგრაციის სფეროში არსებული კანონმდებლობისა და რეგულაციების შესახებ ზუსტი ინფორმაციის მიღებაში. 

საზღვარგარეთ მცხოვრები ქართული დიასპორის მხარდაჭერის მიზნით შექმნილი გზამკვლევი ხელს შეუწყობს არალეგალური მიგრაციის პრევენციას და წაახალისებს ლეგალურ მიგრაციასა და მობილობას საქართველო-ევროკავშირს შორის. გზამკვლევი დეტალურად აღწერს ინფორმაციას იტალიის ვიზის სახეობებისა და მისი მიღების პროცედურების, იტალიაში სწავლის/მუშაობის, იტალიაში ოჯახური მოტივით შესვლის, ბინადრობის ნებართვის/ბარათის მიღება-განახლება-გადაკეთებისა და ევროკავშირის გრძელვადიანი ბინადრობის ნებართვის თაობაზე. გზამკვლევი, აგრეთვე, მოიცავს ინფორმაციას იტალიიდან გაძევება/დაკავებასთან დაკავშირებული პროცედურების, იტალიის მოქალაქეობის მინიჭებისა და სოციალურ შეღავათებზე ხელმისაწვდომობის შესახებ.

იტალიის მიგრაციის კანონმდებლობის გზამკვლევი.