პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

საბერძნეთში ბავშვთა ხალხური ცეკვების საერთაშორისო ფესტივალი გაიმართა 


15.07.2019

ა.წ. 11-14 ივლისს, ქ. ათენში არსებულმა ქართულმა ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა „კავკასია“ მონაწილეობა მიიღო ქ. ეგეოში გამართულ რიგით მე-2 საერთაშორისო პან-ევროპული ბავშვთა ხალხური ცეკვების ფესტივალში.

ფესტივალზე ქართულმა ანსამბლმა, ათენში აღზრდილი ქართველი ახალგაზრდების მონაწილეობით, ნაციონალური ცეკვები წარადგინა. ფესტივალის ფარგლებში ანსამბლის მოცეკვავეებს გადაეცათ საპატიო სიგელები და სიმბოლური საჩუქრები და მათ კიდევ ერთხელ მოიპოვეს აღნიშნულ ფესტივალში მონაწილეობის უფლება შემდეგ წელს.

აღსანიშნავია, რომ წლევანდელ საერთაშორისო პან-ევროპული ბავშვთა ხალხური ცეკვების ფესტივალში მონაწილეობის მისაღებად მიწვეული იყო სულ 14 ანსამბლი 6 ქვეყნიდან. ცეკვების ფესტივალი 4 დღე გაგრძელდა - 11-14 ივლისის პერიოდში და მას ყოველდღიურად 1500-ზე მეტი მაყურებელი სტუმრობდა.