პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

საერთაშორისო ფრენების განრიგი საქართველოს მიმართულებით


28.03.2020

სახელმწიფოს ხელშეწყობით, ამ დროისთვის საქართველოში უკვე 4000-მდე მოქალაქე დაბრუნდა.

კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით, საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად ევროპის მიმართულებით დადგენილ ფრენებს დაემატა ბერლინის მიმართულება (3 აპრილს).

პრემიერ-მინისტრთან არსებულ საკოორდინაციო საბჭოზე განისაზღვრა 10 აპრილის ჩათვლით ევროპის ქვეყნებიდან ჩვენი მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად განსახორციელებელი ავიარეისები, რომელთა ნაწილი უკვე შესრულდა. კერძოდ, 23 მარტს განხორციელდა ბერლინი-თბილისის, 24 მარტს - ათენი-თბილისის, 26 მარტს კი ვენა-თბილისის რეისი.

აღსანიშნავია, რომ იმ დრომდე, ვიდრე ვირუსის გავრცელება არსებულ მასშტაბებს მიაღწევდა მოქალაქეების გამოყვანა განხორციელდა ჩინეთიდან, ირანიდან და იტალიიდან.

შეგახსენებთ ფრენების არსებულ განრიგს:

აღნიშნულ ავიარეისებზე ბილეთების გაყიდვა მოხდება თანმიმდევრობით, ავიარეისის შესრულების თარიღამდე 2 დღით ადრე, ბილეთები გაიყიდება თავისუფალი პრინციპით და ხელმისაწვდომი იქნება კომპანია Georgian Airways -ის ვებ-გვერდზე,ხოლო პოლონეთის მიმართულებაზე ბილეთები ხელმისაწვდომი იქნება კომპანია LOT Polish Airlines -ის ვებ გვერდზე.

ავიარეისები განხორციელდება მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ დაწესებული პროტოკოლით, მგზავრების განლაგება მოხდება ჭადრაკისებრი პრინციპით და თითოეულ ბორტზე განთავსდება 100 მგზავრი.

საქართველოს პრემიერ-მინისტრთან არსებული საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით და პრემიერ-მინისტრის მითითებით, საბჭოს მიერ განსაზღვრულ ავიარეისებზე სამგზავრო ბილეთის ფასი არ უნდა აღემატებოდეს 199 ევროს.

საქართველოში ჩამოსული ყველა მგზავრი დაექვემდებარება 14-დღიან სავალდებულო კარანტინს.

 

http://gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=288&info_id=75754