პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

საგარეო საქმეთა მინისტრის სააღდგომო მილოცვა


24.04.2022

ძვირფასო თანამემამულეებო,

 

გილოცავთ მაცხოვრის აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს, ყველა მართლმადიდებელი ქრისტიანისთვის ამ ყველაზე დიდ, სიხარულისა და იმედის მომტან დღეს, სიცოცხლის სიკვდილზე გამარჯვების, სულიერი ამაღლებისა და საყოველთაო განახლების დღესასწაულს!

ვისურვებდი ყოველი თქვენგანისთვის და თქვენი ოჯახებისათვის ამ ბრწყინვალე დღეს მოეტანოს ჯანმრთელობა, კეთილდღეობა, სულიერი სიძლიერე, უკეთესი მომავლის რწმენა, ყოველ თქვენს კეთილ აზრსა და საქმეს მოჰყოლოდეს გამარჯვება და წარმატება.

ქართულ დიასპორასთან ერთად უკეთეს ხვალინდელ დღეს, წინსვლასა და გამთლიანებას ვუსურვებ ჩვენს სამშობლოს, დაე ამ წმინდა დღეს სიკეთე და მშვიდობა მოეტანოს საქართველოში და მთელს მსოფლიოში!

 

ილია დარჩიაშვილი