პორტალი მუშაობს სატესტო რეჟიმში

საგრანტო კონკურსი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში მოქმედი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისათვის


07.09.2020

AFEW International-ი, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით და People in Need და The Netherlands Helsinki Committee-თან თანამშრომლობით, აცხადებს საგრანტო კონკურსს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში რეგიონული COVID-19-ის სოლიდარობის პროგრამის განხორციელების მიზნით. კონკურსში მონაწილეობა, სხვადასხვა სტატუსით (იხ. ქვემოთ), შეუძლიათ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში - აზერბაიჯანში, ბელარუსში, მოლდოვაში, საქართველოში, სომხეთში ან უკრაინაში მოქმედ სამოქალაქო საზოგადოების  ორგანიზაციებს, მათ შორის, იმ ორგანიზაციებს, რომლებიც გამოხატავენ მიგრანტების ინტერესებს.

გრანტის მაქსიმალური ოდენობა შეადგენს 5 000 ევროს.

კონკურსის პირობების თანახმად, გრანტი გაიცემა შემდეგი საქმიანობის განხორციელების მიზნით:

საგრანტო კონკურსის მონაწილე უნდა იყოს რეგისტრირებული სათემო ორგანიზაცია (CBO) (დაურეგისტრირებელმა ორგანიზაციებმა კი უნდა წარმოადგინონ პარტნიორი ორგანიზაციების სარეკომენდაციო წერილები), ან გამოხატავდეს შემდეგი ჯგუფების ინტერესებსა და საჭიროებებს:

განაცხადების წარდგენის საბოლოო თარიღია 2020 წლის 27 სექტემბერი, 17:00 სთ. (ამსტერდამის დროით).

დამატებითი ინფორმაცია კონკურსის პირობებისა და განაცხადების წარდგენის თაობაზე იხილეთ შემდეგ ბმულზე: https://eeas.europa.eu/delegations/georgia/84797/node/84797_ka

 

[ფოტო: ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში]